რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მოიხსენია „ნოვოროსია“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც საუბარი იყო ნიუ-იორკში გამართული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის შეხვედრის შესახებ, რუსულმა მხარემ უკრაინაში სეპარატისტი ბოევიკების გამოგონილი სახელწოდება „ნოვოროსია“ გამოიყენა. უკრაინულმა მედიამ უკვე შენიშნა რუსული მხარის „უნებლიე შეცდომა“ და ამ ფაქტს მათი მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. უკრაინული საინფორმაციო საშუალებების აზრით ეს ფაქტი რუსეთის მხრიდან ე.წ. „ნოვოროსიის“ აღიარების მცდელობას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები