საქართველოსა და ქუვეითის პრემიერები ორი ქვეყნის ერთობლივი ეკონომიკური ფორუმის ჩატარებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და ქუვეითის პრემიერ-მინისტრები უახლოეს მომავალში ორი ქვეყნის ერთობლივი ეკონომიკური ფორუმის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამად ალ საბაჰის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის ძირითადი თემები ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებზე დეტალურად ორმხრივ ეკონომიკურ ფორუმზე იმსჯელებენ, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები