საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, სისხლისამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით,
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასწორად აწარმოებდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლებს, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს – 1 499 116 ლარის ოდენობით.

“გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218 – ე მუხლის მეორე ნაწილით. რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 – დან 8 წლამდე ვადით”,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები