რუსეთის და აფხაზეთის ინტეგრაციის შესახებ ახალი შეთანხმება წლის ბოლომდე იქნება ხელმოწერილი – სურკოვი

 

   რუსეთის და აფხაზეთის თანამშრომლობის და ინტეგრაციის შესახებ ახალი შეთანხმება წლის ბოლომდე იქნება ხელმოწერილი, – ამის შესახებ სოხუმში ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა განუცხადა.
სურკოვის თქმით, შეთანხმების თანახმად, „საზღვარი ეტაპობრივად იქნება გახსნილი და აფხაზეთის და რუსეთის შორის ადამიანების და საქონლის მიმოსვლისთვის არანაირი დაბრკოლება არ იქნება“.
გარდა ამისა, გაძლიერებული იქნება „თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, ასევე წესრიგის დაცვის კუთხით“. პრეზიდენტის თანაშემწეს თქმით, საპენსიო ასაკის ადამიანებს აფხაზეთში ისეთივე გარანტიები ექნებათ, რაც რუსეთში. ამასთან დაკავშირებული იქნება დამატებითი დაფინანსება და, სურკოვის თქმით, რუსეთი მზადაა უზრუნველყოს ეს დაფინანსება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები