პოროშენკო: ან რეფორმები, ან რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენა

 

   უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ რეფორმების პროგრამა „სტრატეგია – 2020“ წარადგინა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ რეფორმების ალტერნატივა „რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენაა“.
კიევში სიტყვის გამოსვლისას პოროშენკომ განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი უკრაინისთვის ღია რჩება და ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობისკენ მიისწრაფვის. პრეზიდენტის თქმით, რეფორმების პროგრამა უკრაინას უფლებას მისცემს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადი 2020 წელს გააკეთოს. პეტრე პოროშენკოს განცხადებით, „სტრატეგია-2020“ თითქმის 60 რეფორმის ჩატარებას გულისხმობს. მათ შორის – ანტიკორუფციული, სასამართლო და საგადასახადო რეფორმებია, აგრეთვე რეფორმები უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები