ედუარდ სნოუდენს „ცხოვრების სწორი წესისთვის“ ჯილდო გადასცეს

ედუარდ სნოუდენს „ცხოვრების სწორი წესისთვის“ დაწესებული სპეციალური ჯილდო გადასცეს, რომელიც ნობელის ალტერნატიულ პრემიად არის მიჩნეული.
ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ჯილდო საიდუმლო ინფორმაციის გახმაურებისთვის მიანიჭეს.
სწორედ სნოუდენის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან გახდა ცნობილი, რომ შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებზე, მათ შორის პარტნიორებზე თვალყურს ახორციელებდა.
ჯილდო გამოცემა „გარდიანის“ რედაქტორმაც მიიღო, რომელმაც სნოუდენის მიერ მიწოდებული დოკუმენტები გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები