ჯო ბაიდენს ოჯახი მოუწოდებს, ხელახალი არჩევისთვის ბრძოლა გააგრძელოს

ჯო ბა­ი­დე­ნის ოჯახ­მა პრე­ზი­დენტს 2024 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბრძოლაში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­და, – ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ბა­ი­დე­ნის მრჩევ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

პრე­ზი­დენ­ტის ერთ-ერ­თმა მრჩე­ველ­მა CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ოჯა­ხის წევ­რებ­მა ბა­ი­დენს ცალ­სა­ხა მხარ­და­ჭე­რა შეს­თა­ვა­ზეს და სთხო­ვეს, ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩე­ვის­თვის ბრძო­ლა გა­ნაგ­რძოს.

მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ოჯახ­ი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია გუნ­დით, რო­მელ­მაც პრე­ზი­დენ­ტი ბა­ი­დე­ნი ყო­ფილ პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პთან დე­ბა­ტე­ბის­თვის მო­ამ­ზა­და.

ახ­ლობ­ლე­ბი სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბა­ტე­ბის დროს ბა­ი­დე­ნის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ში ბრალს მის მრჩევ­ლებს დე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ ბა­ი­დე­ნი მზად არ აღ­მოჩ­ნდა უფრო აქ­ტი­უ­რად გა­ეკ­რი­ტი­კე­ბი­ნა ტრამ­პი და ზედ­მე­ტად იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი თავ­დაც­ვა­ზე, იმის ნაც­ვლად, რომ მე­ო­რე ვა­დის შე­სა­ხებ თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა გა­მო­ეთ­ქვა. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოჯახს, შე­საძ­ლოა, და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა ბა­ი­დე­ნი, ხე­ლა­ხა­ლი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის­თვის ბრძო­ლა­ზე უარი ეთ­ქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები