სასამართლომ ისლამისტი აბუ კატადა გაამართლა (ვიდეო)
იორდანიის სასმართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე ისლამისტი აბუ კატადა გაამართლა. კატადა ერთი წლის წინ დიდი ბრიტანეთიდან იყო დეპორტირებული. მას 2000 წელს ახალი ათასწლეულის დადგომასთან დაკავშირებულ ზეიმზე თავდასხმების ორგანიზებაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად. ბრიტანეთი აბუ კატადას ექსტრადიციას აპირებდა, თუმცა კატადა ამ გადაწყვეტილებას დიდი ხნის განმავლობაში სასამართლოებში ასაჩივრებდა. კატადას დეპორტაცია 1,7 მილიონი დოლარი დაჯდა.
აღსანიშნავია, რომ აბუ კატადა – „ალ-ქაიდას“ ღია მომხრე, ბოლო დროს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გამოდის.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=DoLyhjwugI8″ width=”560″ height=”315″]