ლუსტრაციის შესახებ კანონი შესაძლოა, დღესვე იყოს ხელმოწერილი

ლუსტრაციის კანონი უკრაინის პრეზიდენტის მიერ შესაძლოა დღესვე იყოს ხელმოწერილი. დოკუმენტი პეტრე პოროშენკოს უკვე გადაეგზავნა მას მერე, რაც ის დღეს რადას თავმჯდომარის ალექსანდრე ტურჩინოვის მიერ იყო ხელმოწერილი.
ტურჩინოვმა კანონს ხელი პირდაპირ ბრიფინგზე მოაწერა. „მე ამ კანონს ხელს ვაწერ. ის სრულად შეესაბამება იმას, რასაც რადაში ხმა მისცეს. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია ავტორების და საზოგადო აქტივისტების მიერ – ყოველი ფურცელი, რომელიც კომიტეტში ინახება“, – აღნიშნა ტურჩინოვმა. მან იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტი პრეზიდენტის მიერ დღესვე იქნება ხელმოწერილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები