უკრაინა რუსეთთან საზღვრის დახურვას აპირებს

უკრაინის და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე გამშვები პუნქტები დროებით დაიკეტება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ.
ცნობილია, რომ საზღვარი საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულთათვის დაიკეტება. აუცილებლობის შემთხვევაში, გამშვები პუნქტი სხვა სახის მიმოსვლისთვისაც დაიკეტება. გარდა ამისა, თავდაცვის და უშიშროების საბჭომ მინისტრთა კაბინეტს უკრაინის და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივი დემარკაციისთვის საჭირო ზომების ჩატარების რეკომენდაცია მისცა. უნდა მოხდეს ასევე საზღვრის დარღვევის ფაქტების წერილობით დაფიქსირება, – წერს უკრაინული პრესა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ ასევე სპეციალური ეკონომიკური ზომების (სანქციების ) დაწესების საკითხიც უნდა განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები