„კარგი იქნებოდა, დუმბაძეს ვიცე-სპიკერობაც დაეტოვებინა“

„მურმან დუმბაძეს უმრავლესობის დატოვებასთან ერთად, ვიცე-სპიკერის პოზიციაც უნდა დაეტოვებინა“ – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტიც ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. ძიძიგური მურმან დუმბაძის მიერ მესამე პოლიტიკური ძალის შესაძლო შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს უბრალოდ ყურადღების მისაქცევად გაკეთებული ხმაურიანი განცხადებაა.
„ბატონი მურმან დუმბაძე ოპოზიციაში გადავიდა. ეს კი დუმბაძის მხრიდან რაღაც ტიპის თემებზე გააქტიურებას ნიშნავს. ვფიქრობ, რომ ასევე მხოლოდ ხმაურიანი განცხადებაა მისი მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია მესამე პოლიტიკური ძალის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებვით. ალბათ, ასეთი ხმაურიანი განცხადება ყურადღების მისაქცევად სჭირდება“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა/
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უმრავლესობიდან ოპოზიციაში გადასული სხვა პოლიტიკოსებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ ამით პოლიტიკურ სივრცეში არაფერი შეცვლილა: „უმრავლესობიდან გავიდა კობა დავითაშვილი, გია გაჩეჩილაძე, ახლა მურან დუმბაძე და ამით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. სწორი იქნებოდა, ბატონ მურმანა ვიცე- სპიკერის პოზიციაც დაეტოვებინა, მაგრამ, ის ამას არ აპირებს. პარლამენტში ვიცე სპიკერებისათვის ოპოზიციას 1 კვოტა გააჩნია და გიორგი ბარამიძეს უკავია“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები