ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მოსმენების გასაღები სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს

 მოსმენებთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს დღეს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ. აღნიშნულ თემაზე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ვიცე-სპოკერმა ზვიად ძიძიგურმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასამთავრობოებისა და ხელიუსფლების მოსაზრებები განსხვავებულია.
ძიძიგურის თქმით, ერთი მოსაზრებით, მოსმენები მობილური ოპერატორების ხელში უნდა იყოს, მეორე მოსაზრებით კი სახელმწიფოს ხელში. საკანონდმებლო ორგნოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ის მეორე ვარიანტს ეთანხმება და პირველი რისკის შემცველია.
„მოსმენების შესახებ კანონში რეგულაციები დემოკრატიისაკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს კანონი დღემდე დაურეგულირებელი იყო. პარლამენტის იურიდიულ კომიტეტეში უკვე ერთი წელია დებატები მიმდინარეობს არასამთავრობოებს, მთავრობასა და საკანონდმებლო ხელისუფლებას შორის. ყველა ძირითად საკითხზე ოპტიმალური გამოსავალი მოძებნილია. დარჩენილია ერთი საკითხი – რომელიც მოსმენების გასაღების თემას ეხება. ვფიქრობ, რომ კონსულტაციები დასრულდება ისე, როგორც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება.
არასამთავროპბოების პოზიციით მოსმენების გასაღები მობილური ოპერატორების ხელში უნდა უყოს, მეორე მხარის მოსაზრებით კიგასაღებს სახელმწიფოს უნდა ფლობდეს. გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები