„პრემიერს ატყუებენ, ეს არის შეთქმულება მის წინააღმდეგ“
უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს“, რომელიც ავტობანის ქობულეთის მონაკვეთს აშენებს, მთავრობის ბრძანების შეუსრულებლობასა და პრემიერის მოყტუებაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით უფლებადამცველმა საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკუბში პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, აღნიშნული პრემიერის წინააღმდეგ შეთქმულებას ნიშნავს. ბლადაძის განმარტებით, კომპანია არ ასრულებს პრემიერის ბრძანებას, რაც მიწიდან ე.წ. ბალასტის (ინეტრული მასალა) ამოღების შემდეგ, ამ ტერიტორიის მოწესრიგებას ითვალსიწინებს. მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ქობულეთის სასმელი წყალი მოიწამლოს რადგან ამ ადგილებში ჩნდება ჭაობი და ეს ჭაობები წყლის სათაო ავზის გვერდითაა. „ვაპირებ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერს წერილი მივწერო. სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც ამ კომპანიის საქმიანობას შეისწავლის. მოსახლეობის მოწამვლის ძალიან დიდი საფრთხე არსებობს, ვინაიდან ამ წყალსადენთან ახლოს დამპალი მანდარინის ჩაყრას მოხდა, რაც შემდეგ გადაფარეს“- განაცხადა მერაბ ბლადაძემ და ფაქტების დასადასტურებლად ვიდეომასალაც წარნმოადგინა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის #2138 განკარგულებით კომპანია „სინოჰიდრო“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა.