პოროშენკო ოკუპირებულ ყირიმში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას დათანხმდა

პოროშენკო ოკუპირებულ ყირიმში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაზე თანხმობა განაცხადა. ეკონომიკური ზონა ყირიმში 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს, წერს უკრაინული პრესა. პოროშენკომ „ყირიმის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო და საბაჟო კონტროლის და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის თავისებური განხორციელების შესახებ“ კანონს მოაწერა ხელი. კანონი ყირიმის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის ამოქმედებას გულისხმობს. თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში თავისუფალი საბაჟო ზონა შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები