დევიდ ქემერონი: ლონდონი „ისლამური სახელმწიფოს“ დაბომბვას უნდა შეუერთდეს
ბრიტანეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას უნდა შეუერთდეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.
ქემერონის განცახდებით, პარასკევს, 26 სექტემბერს, ის პარლამენტის სხდომას იწვევს იმისთვის, რომ დეპუტატებისგან დიდი ბრიტანეთის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩართვის დადებითი შეფასება მიიღოს.
პრემიერის თქმით, სახმელეთო ოპერაციაზე საუბარი არ არის. ისლამისტების პოზიციებზე ავიადარტყმებს განახორციელებენ. პარლამენტის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ბრიტანული ჯარი ამერიკელ სამხედროებს რამდენიმე დღეში შეუერთდება.