მასობრივი გაუპატიურება “დონბასში” და შემზარავი შემთხვევა
ინტერნეტში დონბასის ტერიტორიაზე „ბოევიკების“ მიერ ახალგაზრდა ქალების გატაცების და გაუპატიურების შესახებ შეტყობინებები ვრცელდება.
უკრაინული პრესის ინფორმაციით, გუშინ ღამით „ბოევიკებმა“ კიდევ 2 გოგონა პირდაპირ სახლიდან გაიტაცეს. მეზობლების თქმით, შემთხვევა შუაღამისას მოხდა. უცნობი პირები, მათი საუბრის მიხედვით, რუსები და კავკასიელები იყვნენ. ისინი შეიჭრნენ გოგონების სახლში და წაიყვანეს. გოგონები სახლში დილისკენ მიბრუნდნენ.
უკრაინული პრესის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში „ბოევიკებს“ გოგონები სამხრეთ უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ჰყავდათ. გოგონები ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის ქვეშ იმყოფებოდნენ. კიდევ ერთი შემზარავი შემთხვევის შესახებ ოდესის გამოცემა „ოდისოს“-ის რედაქტორი ფეისბუქში წერს. როგორც წერს ირინა გოლობოროდკო, მისი მეგობრის ქალიშვილი გაიტაცეს. გუშინ საღამოს კი მისი დასახიჩრებული გვამი კართან დააგდეს. რედაქტორის ინფორმაციით, გოგონა იყო ნაცემი, ის გააუპატიურეს, მკერდზე კი უკრაინის გერბი ამოჭრეს.