„დუმბაძე პოლიტიკური გვამია, რომელსაც არანაირი ძალა არ გააჩნია “

უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე მურმან დუმბაძეს პოლიტიკურ თამაშებში ადანაშაულებს. მისი თქმით, დუმბაძემ აჭარა საკუთარ ჯიბედ აქცია. აღნიშნული განცხადება უფლებადამცველმა საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა და მურმან დმბაძეს პოლიტიკური გვამი უწოდა.
„დუმბაძემ აჭარა საკუთარ ჯიბედ გადააქცია, ის ძიდითადად დაკავებული იყო სანათესაოს და მისი ძმის სამეგობროს დასაქმებით. არჩილ ხაბაძემ სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა ხელისუფლებიდან მისი სანათესაოს გათავისუფლება დაიწყო. თამამად ვამბობ, რომ დუმბაძე პოლიტიკური გვამია, რომელსაც არანაირი ძალა არ გააჩნია. ჩემი ინფორმაციით, ის დადის ხულოში, ზემო აჭარაში და მუსულმანებს აქეზებს, საპროტესტო გამოსვლებისთვის ემზადებიან“ – აღნიშნა უფლებადამცველმა მერაბ ბლადაძემ „კვირას“ პრესკლუბში.
მისივე ინფორმაციით, ხვალ, აჭარაში დუმბაძის ფარული მოქმედებებით დაგეგმილია მუსულმანი მრევლის გამოსვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები