უკრაინის და ირანის პრეზიდენტები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვლენ
გაეროს 69-ე გენერალური ასამბლეის სხდომა დღეს გაგრძელდება. ცნობილია, რომ დღევანდელ სხდომაზე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო გამოვა. გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში პოროშენკო აქცენტს რუსეთთან კრიზისის საკითხზე გააკეთებს.
გარდა ამისა, გაეროს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას ირანის პრეზიდენტი ხასან როუხანი მიმართავს. სავარაუდოდ, როუხანი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ წამოსულ საფრთხეებზე ისაუბრებს. მანამდე დასავლურმა ქვეყნებმა ირანს ამ დაჯგუფებასთან ბრძოლაში დახმარების გაწევა სთხოვეს. ცნობილია, რომ გენერალური ასამბლეის სხდომაზე ასევე ეგვიპტის და ზიმბაბვეს პრეზიდენტები, იაპონიის და იტალიის პრემიერ-მინისტრები გამოვლენ.