უკრაინის პრემიერმა დასავლეთს მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ გააუქმოს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა გაეროს ტრიბუნიდან დასავლურ ქვეყნებს მიუწოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქამდე არ გააუქმონ, სანამ კიევი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლს არ აღადგენს. „ჩვენ ვთხოვთ ჩვენ პარტნიორებს არ გააუქმონ სანქციები, სანამ უკრაინა არ აღადგენს მის მთლიან ტერიტორიაზე კონტროლს, უკრაინის აღმოსავლეთიდან დაწყებული ყირიმით დასრულებული. მე მჯერა, რომ უკრაინა აღადგენს კონტროლს და დადგება დრო, როდესაც რუსეთი უკრაინას ბოდიშს მოუხდის“, – განაცხადა იაცენიუკმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. იაცენიუკმა ასევე აღნიშნა, რომ სანამ „პრეზიდენტი პუტინია ხელისუფლებაში, უკრაინას ყირიმზე კონტროლის დაბრუნება ძალიან გაუჭირდება“. გარდა ამისა, უკრაინის პრემიერის განცხადებით, პუტინმა საბჭოთა კავშირის აღდგენა დაისახა მიზნად და ასე მარტივად ამ იდეაზე უარს არ იტყვის.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნისა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ მზად არიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს თუ მოსკოვი საკუთარ კურსს შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები