„საქართველოს გადასაწყვეტია, თუ რა წვლილს შეიტანს ტერორიზმთან ბრძოლაში“

ტერორიზმი გრძელვადიანი საფრთხეა ყველა საზოგადოებისთვის, თუმცა საქართველო შვედეთზე მეტად მერყევ რეგიონშია – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა „ამერიკის ხმის” ქართულ ბიუროს საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის შესაძლო განთავსების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა. კარლ ბილდტის თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, თუ რა წვლილს შეიტანს ტერორიზმთან ბრძოლაში.
“არა მხოლოდ “ისლამური სახელმწიფო”, არამედ ტერორისტული ჯგუფები, ზოგადად, გრძელვადიანი საფრთხეა ყველა საზოგადოებისთვის, მიმაჩნია, რომ საქართველო შვედეთზე მეტად მერყევ რეგიონშია”, – აღნიშნა ბილდტმა. Foreign Policy-ის ინფორმაციით, საქართველომ აშშ-ს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები