თეა წულუკიანი: ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი მთავრობის ღიაობაზე გააკეთა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებულ მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე ,,Invest in Georgia” სიტყვით გამოსვლა შეაფასა. მინისტრის თქმით, პრემიერმა აქცენტები გააკეთა მთავრობის ღიაოაბაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში მოსახლეობის და საზოგადოების მეგობრად უნდა აღიქმებოდეს.
„მან აქცენტები გააკეთა იმაზე, რაც არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტები. ჩვენ ვართ გამჭვირვალე მთავრობა, რომ ღიაობა მმართველობის სფეროში ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და აგრეთვე აქცენტი გაკეთდა, როგორც ჩვენი პრემიერის, ისე ბარაკ ობამას, ფრანსუა ოლანდის, ინდონეზიის პრეზიდენტის და სხვა ლიდერების მხრიდან იმაზე, რომ მთავრობა დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში უნდა აღიქმებოდეს, როგორც მოსახლეობის და საზოგადოების მეგობარი. ჩვენი მთავრობა სწორედ ასეთი მთავრობაა, რომელიც მოქალაქეებისთვის მუშაობს“, – აღნიშნა წულუკიანმა.