ვიეტნამის პრეზიდენტი: საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიცია და ავტორიტეტი სტაბილურად იზრდება

საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიცია და ავტორიტეტი სტაბილურად იზრდება, – ამის შესახებ ვიეტნამის პრეზიდენტმა ტო ლამმა ჰანოიში, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყების წინ განაცხადა.

„ვიეტნამი რუსეთის ფედერაციას მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას ულოცავს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, თქვენი ხელმძღვანელობით რუსეთში პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობა ძლიერდება, ეკონომიკა აქტიურად ვითარდება, მოსახლეობის ცხოვრება უმჯობესდება, საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიცია და ავტორიტეტი სტაბილურად იზრდება“, – განაცხადა ტო ლამმა.

ამასთან, ვიეტნამის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს „რუსეთის საპრეზიდენტო არჩევებში მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერით“ გამარჯვება მიულოცა.

ინფორმაციისთვის, ვლადიმერ პუტინი ვიეტნამს ეწვია, სადაც ის ქვეყნის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები