იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების პირობები დაასახელა

იაპონია მზადაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გადახედოს ან გააუქმოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუმიო კისიდმა განაცხადა. ახალი სანქციების დაწესება მინისტრმა „რუსეთის მხრიდან უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების შეწყვეტის მტკიცებულებების არ არსებობით“ ახსნა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 სექტემბერს, იაპონიის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა. შეზღუდვები რუსეთის ბანკების ფასიანი ქაღალდების მიმოსვლას და რუსეთის ფედერაციაში იარაღის ექსპორტს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები