ქერიმ და ლავროვმა მინსკის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრეს

სამშვიდობო შეთანხმების ყველა პუნქტი აუცილებლად უნდა შესრულდეს. უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების საკითხზე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ისაუბრეს.
40 -წუთიანი შეხვედრის დროს სახელმწიფო მდივანმა ქერიმ და მინისტრმა ლავროვმა უკრაინის შესახებ ისაუბრეს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკის შეთანხმების 12 პუნქტის ყველა ასპექტის სრული შესრულების მნიშვნელობა განიხილეს, – წერს უცხოური პრესა.
გარდა ამისა, ქერიმ და ლავროვმა ერაყში და სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხი და გაეროს უშიშროების საბჭოს 5 წევრის და გერმანიის ირანთან ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობა განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები