ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის მიწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად მიღებაზე იმყოფებოდა, სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, ბარაკ ობამას გასაუბრებოდა.
“აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის მიწვევით, პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად მიღებაზე იმყოფებოდა, სადაც მას ჰქონდა შესაძლებლობა, აშშ-ის პრეზიდენტს მცირე ხნით გასაუბრებოდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, რადგან მასზე მიწვეული იყო 200-მდე ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი მეუღლით და გარდა ამისა, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ანუ ეს არ იყო ორმხრივი შეხვედრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრემიერს აშშ-ის პრეზიდენტთან მცირე ხნით გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდა”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები