მედია: სამხრეთ კორეის საზღვართან ნაღმის აფეთქების შედეგად ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა დანაკარგები განიცადეს

სამხრეთ კორეის საზღვართან ნაღმის აფეთქების შედეგად ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა დანაკარგები განიცადეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო სეულის გაერთიანებული შტაბის მეთაურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამუშაოების წარმოების დროს ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა ნაღმის აფეთქების შედეგად დანაკარგები განიცადეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე თვეში უკვე მეორედ, 30-მდე ჩრდილოეთ კორეელმა სამხედრომ, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებით არიან დაკავებულები, სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა, რის შემდეგაც სამხრეთ კორეელმა ჯარისკაცებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინციდენტი 9 ივნისსაც დაფიქსირდა. ჩრდილოეთ კორეამ აპრილის შემდეგ ასობით ჯარისკაცი განათავსა ფრონტის ხაზზე, რათა განახორციელოს რიგი ღონისძიებები, როგორებიცაა ნაღმების განთავსება, კედლების მშენებლობა და სამხედრო ოპერაციებისთვის გზების მშენებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები