11 დაღუპული და 60-ზე მეტი დაკარგული – იტალიის მახლობლად მიგრანტების ორი ნავი ჩაიძირა

იტალიის სამხრეთ სანაპიროებზე მიგრანტების ორი ნავის ჩაძირვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters  სანაპირო დაცვასა და გაეროს სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაკარგულებს შორის 26 ბავშვია.

გერმანულმა დამხმარე ჯგუფმა RESQSHIP განაცხადა, რომ ჩაძირული ხის ნავის გემბანზე 10 ცხედარი დახვდათ, ხოლო 51 ადამიანის გადარჩენა შეძლეს – მათ შორის ორი, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გადარჩენილი მგზავრები იტალიის სანაპირო დაცვას გადასცეს და ნაპირზე გაიყვანეს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო UNHCR, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და გაეროს ბავშვთა სააგენტო UNICEF ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ნავი ლიბიიდან დაიძრა და მას სირიელი, ეგვიპტელი, პაკისტანელი და ბანგლადეშელი მიგრანტები გადაჰყავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები