ჯონ კირბი: აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაღრმავებული ურთიერთობებით

WASHINGTON, DC - MARCH 02: John Kirby, Coordinator for Strategic Communications at the National Security Council, answers questions during the daily press briefing at the White House on March 2, 2023 in Washington, DC. Kirby answered a range of questions primarily related to the ongoing war in Ukraine during the briefing. (Photo by Win McNamee/Getty Images)

შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაღრმავებული ურთიერთობებით, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც ჩვენ გვაშფოთებს, არის ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავება“, – თქვა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს გავლენას მოახდენს უკრაინელ ხალხზე“.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები უკრაინის სამიზნეების დასარტყმელად კვლავ გამოიყენება.

შეიძლება არსებობდეს გარკვეული ურთიერთგაგება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებაზე. ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით“, – განაცხადა კირბიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები