ისრაელში, ქნესეთის მახლობლად ათასობით დემონსტრანტია შეკრებილი

ისრაელში, ქნესეთის მახლობლად აქციას ათასობით დემონსტრანტი შეუერთდა.

აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებსა და ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევას ითხოვენ, რათა უზრუნველყონ ღაზაში მძევლების გათავისუფლება.

დემონსტრაციის შემდეგ ადგილზე შეკრებილები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციისკენ მსვლელობას გეგმავენ.

„არა, ჩვენ არ ვეთანხმებით უგუნურ მთავრობას“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები