რუსმა ოკუპანტებმა პოლტავას ოლქზე შეტევა განახორციელეს – არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა პოლტავას ოლქზე შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ფილიპ პრონინი ავრცელებს.

მისივე ცნობით, არიან დაშავებულები და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება.

„წინასწარი ინფორმაციით, მტერმა პოლტავას რაიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა. არიან დაზარალებულები, შესაძლოა ადამიანები შენობის ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდნენ. ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს“, – წერს პრონინი Telegram არხზე.

მოგვიანებით, უკრაინულმა მხარემ ინფორმაცია განაახლა და განაცხადა, რომ ოკუპანტების შეტევის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანია დაშავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები