ისლამისტმა ტერორისტებმა ალჟირში ფრანგ მოქალაქეს მოკვეთეს თავი (ვიდეო)
ალჟირში მოქმედმა „ისლამური ხალიფატის“ მხარდამჭერმა ტერორისტებმა მუქარა აასრულეს და საფრანგეთის მოქალაქე ერვე პიერ გურდელს თავი მოკვეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ „Agence France-Presse“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, გურდელი სიკვდილით ალჟირში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფების „Jund al-Khalifa“-ს („ხალიფატის ჯარისკაცები“) წევრებმა დასაჯეს. ტერორისტებმა ფრანგს მას შემდეგ მოკვეთეს თავი, რაც საფრანგეთმა არ შეასრულა ტერორისტების მოთხოვნა, ერაყში „ისლამური ხალიფატის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაში თავშეკავების შესახებ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ZaykrvEUi5o” width=”560″ height=”315″]