ფიოდორ ბონდარჩუკმა ე.წ „ნოვოროსიისთვის“ დახმარების გამო მსახიობი ალექსანდრე ბაშიროვი სამსახურიდან დაითხოვა

დსთ-ს სივრცეში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტელე-კინო კონცერნმა „”Главкино”-მ პროექტ „Дельта-2“-დან მსახიობი ალექსანდრე ბაშიროვი დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავის ტვიტერზე კომპანიის ჯგუფის დირექტორმა ილია ბაჩურინმა გაავრცელა. ბაჩურინის სიტყვებით, ალექსანდრე ბაშიროვი პროექტიდან დონბასისთვის გაწეული დახმარების გამო გაანთავისუფლეს. ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც ბაშიროვი „ე.წ. ნოვოროსიელ “ ბოევიკებთან“ ერთადაა გადაღებული.
შეგახსენებთ კონცერნი „Главкино” 2008 წელს ფიოდორ ბონდარჩუკმა და ილია ბაჩურინმა დააფუძნეს.
„საკვირველია, რომ ბაშიროვის პატრიოტულმა ქმედებამ რუსეთის მთავარი „კინოპატრიოტის“ ბონდარჩუკის დაარსებულ კომპანიაში ასეთი რეაქცია გამოიწვია“, – წერს მომხდარით გაკვირვებული გამოცემა „pravda.ru“, რომელიც პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერ მედიასაშუალებათა რიცხვს მიეკუთვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები