პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, გენერალური დებატები გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა გახსნა. დებატების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ასევე იმყოფებოდა გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის გენერალური დებატების გახსნასთან დაკავშირებულ მიღებაზე, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის სახელით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები