რუსეთმა ყირიმს 2015 წლის დაფინანსება 4-ჯერ შეუმცირა
რუსეთის მთავრობამ ყირიმის 2015 წლის დაფინანსება რამდენიმე წელიწადზე გაანაწილა. უკრაინული პრესის ცნობით, ყირიმის განვითარების სამიზნო პროგრამაზე 2015 წელს 373 მილიარდის ნაცვლად 100 მილიარდ რუბლს გამოყოფენ. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ფულს ახლა უკვე ასე გამოყოფენ: 2016 წელს – 134,6 მილიარდი, 2017 – 138,4 მილიარდი.