უკრაინა ევროკავშირთან გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს
უკრაინა ევროკავშირთან გაზის დამატებითი მოცულობის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„გაზის მიწოდების რევერსული სქემები მუშაობენ. მათი წყალობით, ზამთრის პერიოდში 5-6 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მივიღებთ. თუმცა არსებობს საგანგებო სიტუაციის სცენარი, როდესაც იქნება ძალიან ცივი ზამთარი, ამ შემთხვევაში იმედი გვაქვს ჩვენი კოლეგები ევროკავშირიდან გაზრდიან გაზის მოცულობას, რაც უკრაინას ცივი პერიოდის გადალახვის საშუალებას მისცემს“, – განაცხადა „ნაფტოგაზ უკრაინა“-ს ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრე ტოდიიჩუკმა.
შეგახსენებთ, რომ „გაზპრომმა“ უკრაინას გაზის მიწოდება სრულად ივნისში შეუწყვიტა.