ჩეხეთის პრეზიდენტმა კონვერტით თეთრი ფხვნილი მიიღო
ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშა ზემანის მისამართზე უცნობი შემადგენლობის თეთრი ფხვნილით კონვერტი გააგზავნეს. ეს ინფორმაცია პრაღის პოლიციის წარმომადგენელმა იანა მაცალიკოვამ დაადასტურა.
„ეს ანონიმური წერილი კონვერტში თეთრი ფხვნილის უცნობი შემადგენლობით იყო“, – განაცხადა მაცალიკოვამ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილზე ექსპერტები, მეხანძრეები და ტექნიკოსები მუშაობენ. თვითონ ჩეხეთის პრეზიდენტი კი სამუშაო ვიზიტით ზლინსკში იმყოფება. პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, „ის მომხდარის შესახებ ინფორმირებულია“.