იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა
იაპონიის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უცხოური პრესა იუწყება. კერძოდ, იაპონიის მთავრობა რუსეთში შეიარაღების ექსპორტზე ამკაცრებს შეზღუდვებს. გარდა ამისა, სანქციები 5 რუსული ბანკის ფასიანი ქაღალდების მიმოსვლას შეეხება.
შეგახსენებთ, რომ იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები 29 აპრილს დააწესა. მაშინ სანქცირებულ სიაში 23 ადამიანი მოხვდა. 18 მარტს კი იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი დააწესა, რომელიც ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის პოზიციას ეხებოდა.