საქართველო გაეროს გენერალური ასამბლეის ვიცე-თავმჯდომარე გახდა

საქართველო გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარე სესიის ვიცე-თავმჯდომარეა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, ქვეყანა ამ პოზიციას მომავალი ერთი წლის განმალობაში დაიკავებს. საქართველო გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობს ასმბლეის დღის წესრიგისა და საკითხების შემუშავებაში, გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გაეროს პრეზიდუმში ადგილს იკავებს და ცალკეული სხდომების მიმდინარეობას უძღვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები