დღეს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის პოლიტიკური დისკუსია გაიხსნება

დღეს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის საერთო პოლიტიკური დისკუსია გაიხსნება. გაეროს ახალი ამბების ცენტრის ინფორმაციით, მონაწილეების წინაშე სახელმწიფოების 140-მდე ლიდერი, საგარეო მინისტრები და დელეგაციის ხელმძღვანელები გამოვლენ. გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან პირველები მონაწილეებს დღეს ბრაზილიის და აშშ-ს პრეზიდენტები მიმართავენ. გარდა ამისა, სიტყვით გამოვლენ უგანდის, ესპანეთის, მავრიტანიის, ჩილის, კორეის რესპუბლიკის, ყატარის, სომხეთის, ეგვიპტის, საფრანგეთის, მაროკოს, მექსიკის, ფინეთის, ინდონეზიის, არგენტინის, თურქეთის და სხვა სახელმწიფოების ლიდერები.
სხდომაზე გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი ორგანიზაციის მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. ანგარიშში პან გი მუნმა აღნიშნა, რომ უკრაინაში, სირიაში და მსოფლიოს სხვა წერტილებში განვითარებულმა მოვლენებმა წევრ-სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო მშვიდობის საკითხებზე აზრის სხვადასხვაობა გააღვივა. პან გი მუნის თქმით, გეოპოლიტიკური დაძაბულობა ასევე კამათებზე აისახა, რომლებიც საზღვაო აკვატორიას და კიბერსივრცეს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები