2015 წელს ესტონეთი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო მანევრებს ჩაატარებს
ესტონეთის ხელისუფლება 2015 წელს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო მანევრების ჩასატარებლად 44 მილიონ ევროს გამოყოფს. ეს თანხა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტშია შეტანილი. ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2,05 % ან 412 მილიონ ევროს შეადგენს.
„თავდაცვის ძალების ისტორიაში უმსხვილეს წვრთნებში 12 000 სამხედრო, რეზერვისტები და ნატოს მოკავშირეების ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა სვენ მიქსერმა.