უცნობი დაჯგუფება დასავლურ ქვეყნებს ტერაქტებით ემუქრება

ახალი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიცაში გაწევრიანებული ქვეყნების წარმომადგენლობებზე და საელჩოებზე იერიშით იმუქრება. უცხოური პრესის ცნობით, დაჯგუფებამ საკუთარი თავის შესახებ ეგვიპტეში განაცხადა.
ინტერნეტში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „ბოევიკები“ საკუთარ თავს „ეგვიპტის ხალიფატის მებრძოლებს“ უწოდებენ. მათი მეთაური კი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაკრუ ალ-ბაგდადია. დაჯგუფების მთავარ მიზნად „ბოევიკებმა“ ვიდეოში აშშ-ს და დასავლური ქვეყნების დიპლომატიური მისიები დაასახელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები