ოსამა ბინ ლადენის სიძეს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა
მანჰეტენის სასამართლომ „ალ-ქაიდას“ მეთაურის ოსამა ბინ ლადენის სიძეს სამუდამო პატიმრობა შეუფარდა. მარტში 48 წლის სულეიმან აბუ გეიტი დამნაშავედ ცნეს. მან ტერორისტებს ფინანსური დახმარება გაუწია და მონაწილეობა მიიღო შეთქმულებაში, რომელიც აშშ-ს მოქალაქეების მოკვლას ისახავდა მიზნად. მოსამართლე ლუის კაპლანის თქმით, აბუ გეიტმა ტერორისტებთან თანამშრომლობა არ მოინანია.