„ბოევიკებმა“ „АТО“-ს პოზიციებს ცეცხლი 50-ჯერ გაუხსნეს
„ბოევიკებმა“ ბოლო 24 საათის განმავლობაში „АТО“-ს პოზიციებს ცეცხლი 50-ზე მეტჯერ გაუხსნეს. უკრაინული პრესის ინფორმაციით, დაფიქსირებულია 10-ჯერ ცეცხლის გახსნა ტანკებიდან და „გრადიდან“, გარდა ამისა, რუსულმა ტერორისტულმა ჯარებმა უკრაინელი სამხედროების მიმართ საცეცხლე დარტყმა 7-ჯერ განახორციელეს, 4-ჯერ კი ნაღმტყორცნებიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან „АТО“-ს პოზიციების საყრდენ პუნქტებს გაუხსნეს ცეცხლი. გარდა ამისა, „ბოევიკებმა“ საარტილერიო ცეცხლი დასახლებული პუნქტების ავდეევკას, კრასნოგოროვკას, გრანიტნოეს, პოპასნაიას, მალორლოვკას, ორლოივანოვკას, ნიკიშინოს და კირილოვკას მიმართულებით გახსნეს.