უკრაინაში 3 500 ადამიანზე მეტი დაიღუპა – გაერო
უკრაინის სამხრეთით დაღუპულების რაოდენობამ 3 500 ადამიანს გადააჭარბა. მათ შორის მალაიზიური ბოინგის კატასტროფის მსხვერპლნიც ითვლებიან. ეს მონაცემები გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ადამიანის უფლებების საკითხებზე ივან შიმონოვიჩმა გაავრცელა ჟენევაში. შიმონოვიჩის განცხადებით, აპრილიდან კონფლიქტის შედეგად 3543 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, შიმონოვიჩმა აღნიშნა, რომ მსხვერპლთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით უფრო მეტია.