რუსმა სამხედრომ აღიარა, რომ მალაიზიური ბოინგი ჩამოაგდო

რუსმა სამხედრომ ვადიმ ხომამ აღიარა, რომ მართავდა სარაკეტო დანადგარს „ბუკ“-ს, რომლითაც მალაიზიური ბოინგ-777 ჩამოაგდო.
„ვიხსენებ, როდესაც „ბუკ“-თან ვიჯექი, მაშინ არ იყო დაძაბულობა. როდესაც მკითხეს: „გეცოდება ის ადამიანები, ვინც იქ იყო?“ მე ვუპასუხე: „ოდესღაც ყველა მოვკვდებით“. და ეს სიმართლეა. სამაგიეროდ მათ ნორმალური დასაფლავება ჰქონდათ, იმათგან განსხვავებით, ვინც ყოველდღიურად იღუპება. არა, არ მეცოდება. ვინც იყო ჯგუფში, არავის არ ეცოდება. ასე იყო საჭირო…“, – განაცხადა სამხედრომ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ხომა უკვე ტრაბახობდა თავისი „გმირობით“ დონბასში.
შეგახსენებთ, რომ მალაიზიური ბოინგი 17 ივლისს, დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს. ავიაკატასტროფის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები