უკრაინამ გაეროს შეთანხმებას იარაღით ვაჭრობაზე ხელი მოაწერა
უკრაინამ გაეროს საერთაშორისო შეთანხმებას იარაღით ვაჭრობაზე ხელი მოაწერა. როგორც უკრაინული პრესა წერს, მრავალმხრივმა შეთანხმებამ გაეროს გენერალური ასამბლეის დადებითი შეფასება 2013 წლის 2 აპრილს მიიღო, იმავე წლის ივნისში კი – ხელმოსაწერად გაიხსნა.
შეთანხმების მთავარი მიმართულება – საერთაშორისო დონეზე იარაღით ვაჭრობის მაღალი სტანდარტების დაწესება და არალეგალურ ბრუნვაში იარაღის მოხვედრის რისკების შემცირებაა. შეთანხმების მიღებას წინ უძღოდა გაეროს ყველა წევრი დელეგაციის მუშაობა და გრძელვადიანი მოლაპარაკებები გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.