პოროშენკო გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე აღარ მიემგზავრება

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაში მონაწილეობაზე ნიუ-იორკში უარი განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული პრესა ავრცელებს ინფორმაციას. ამასთან, საკუთარ ტვიტერზე პოროშენკომ დაწერა, რომ 25 სექტემბერს, 14.00 საათზე  მისტეცკის არსენალში, კიევში პრესკონფერენციაზე „სტრატეგია 2020“ სიტყვით გამოვა.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა განაცხადა, რომ პოროშენკოს ვიზიტი გენერალური ასამბლეის სხდომაზე დონბასში მძიმე სიტუაციის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები