“ისლამურმა სახელმწიფომ” გატაცებული ჟურნალისტის ჯონ კანტლის მიმართვის ვიდეო გაავრცელა

 

  ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ გატაცებული ბრიტანული ჟურნალისტის ჯონ კანტლის მიმართვის მეორე ვიდეო დღეს გაავრცელა. „ბი ბი სი“-ს ცნობით, კადრები პირველი ვიდეოს გავრცელების ერთი კვირის შემდეგ გამოქვეყნდა. ჯონ კანტლი – ყოფილი სამხედრო ფოტოგრაფი და გაზეთების „ზე სანდეი თაიმს“, „ზე სან“ და „ზე სანდეი თელეგრაფ“-ის კორესპონდენტია, რომელიც „ბოევიკებმა“ სირიაში 2012 წელს გაიტაცეს.
მიმართვაში კანტლი აცხადებს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ის მიატოვა.
პირველ ვიდეოში კი ჟურნალისტმა განაცხადა: „შემდეგ რამდენიმე ვიდეოში მე ვაპირებ სიმართლის მოყოლას იმ დროს, როდესაც დასავლური მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები ცდილობენ საზოგადოება უკან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ახალ ბრძოლაში ჩაათრიონ“. ჟურნალისტმა ასევე საზოგადოებას დასავლური ძალების, რომლებიც დაჯგუფებას ებრძვიან, შეჩერებისკენ მიუწოდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=jMLUd64cPEo” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები