რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქის გვერდზე სააკაშვილზე სტატიას ავრცელებს
„მან ტრიუმფალური დაბრუნება ჩაიფიქრა“, – ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილზე „ნიუ – იორკ თაიმსში“ გამოქვეყნდა. სტატიას საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
როგორც პუბლიკაციაში აღნიშნულია, იმ დროს, როდესაც სააკაშვილი კაფეში არ ზის (ნიუ-იორკში), ველოსიპედით ხიდზე არ სეირნობს და საღამოობით ერთ-ერთი ოტელის სახურავზე მეგობრებთან ერთად არ იმყოფება, ის უკრაინული კონფლიქტის და პუტინის რისხვის საკუთარ გამოცდილებას ეჭიდება, როგორც მაშველთა წრეს, რომელიც მას პოლიტიკური მნიშვნელობის დაბრუნებაში დაეხმარება.
„ეს პუტინის დასასრულია“, – უკრაინაში რუსული აგრესიის შესახებ თქვა სააკაშვილმა, როდესაც პოროშენკო ვაშინგტონში ობამას ხვდებოდა. სააკაშვილის განცხადებით, პუტინის ქმედებები „ძალიან, ძალიან ჰგავს მის ქმედებებს საქართველოში“. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის აზრით, უკრაინული კონფლიქტი მისი, როგორც უგუნური ლიდერის, რეპუტაციის გადაფასების ბიძგად უნდა იქცეს.