საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებს ახალი ნაგავმზიდები გადაეცათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებს ახალი ნაგავმზიდები გადაეცათ, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 82, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში (ჯამში 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება.

ამასთამ, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაცემის ღონისძიებას დაესწრო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − ნიკა ტყემალაძე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები და კომპანია “ჯითის” წარმომადგენლები.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებისათვის შეძენილ იქნა 82 ერთეული, 10 და 16-კუბიანი “ივეკოს” ფირმის ნაგავმზიდები. ექსპლუატაციაში შევა ამ ეტაპისათვის 48 ერთეული. ნაგავმზიდების შესყიდვა განხორციელდა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულებაც საერთო ჯამში შეადგენს 33 მილიონ ლარს და დარწმუნებული ვარ, დიდი სიკეთის მომტანი იქნება მუნიციპალიტეტებისათვის ნარჩენების მართვის მიმართულებით.” – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა ტყემალაძემ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა ერთჯერადი არ არის. მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება ახალი ნაგავმზიდების შეძენა.
შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპმა“ 48 ერთეული ნაგავმზიდი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა. პროცესი გრძელდება, მომდევნო თვეების განმავლობაში ტექნიკა ეტაპობრივად ჩამოვა საქართველოში.

ამასთან, ავტომობილები დამზადებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, აღჭურვილია ევრო 5 ემისსის სტანდარტის ძრავებით. ნაგავმზიდები არის სხვადასხვა წარმადობისა და სხვადასხვა რელიეფისთვის განკუთვნილი, მათ შორის აღსანიშნავია მძიმე პირობებისთვის გათვლილი 4X4 -ზე ავტომობილები, რომლებიც განკუთვნილია მაღალმთიანი რეგიონებისთვის, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აუცილებელია მსგავსი ტიპის სატვირთო ავტომობილების გამოყენება, რათა მათ ყველა სეზონსა და ყველა კლიმატურ პირობებშიც შეძლონ ოპერირება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები